weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

საფრანგეთში კარანტინი 30 ოქტომბრიდან ცხადდება, გერმანიაში – 2 ნოემბრიდან

10:04 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020
ფოტოზე ემანუელ მაკრონი ფოტოზე ემანუელ მაკრონი

საფრანგეთში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, 30 ოქტომბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელემიმართვის დროს განაცხადა.  

ემანუელ მაკრონის თქმით, ახალი რეგულაციები წესდება იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ კორონავირუსის მეორე ტალღის შედეგები, რომელიც შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე პირველის იყო.

ქუჩაში გასასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ფორმის შევსება მოუწევთ. აიკრძალება რეგიონებს შორის მიმოსვლა, დაიკეტება ბარები, რესტორნები და მაღაზიების უმეტესობა. ამჯერად, გაზაფხულისგან განსხვავებით, სკოლები არ დაიხურება.

„როგორც გაზაფხულზე, სახლიდან გასვლას შეძლებთ მხოლოდ სამსხურში წასასვლელად, ექიმთან ვიზიტისთვის ან იმ ნათესავთან მისასვლელად, ვისაც დახმარება სჭირდება.

თუ ახლა არ მივიღებთ ზომებს, საავადმყოფოები გადაიტვირთება და ამჯერად ვერ შეძლებთ პაციენტების სხვა რეგიონებში გადაყვანას, რადგან ვირუსი ყველგანაა“, – თქვა მაკრონმა.

ე.წ. ლოქდაუნის დროს, მცირე ბიზნესს ყოველთვიურად შეეძლება 10 000 ევროს დახმარების მიღება, დახმარებას მიიღებენ დასაქმებულებიც და ის ადამიანები, ვისაც ქირის გადახდის პრობლემა აქვთ.

28 ოქტომბერს, 24 საათის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსი 33 400 ადამიანს დაუდასტურდა, 523 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ოთხკვირიანი ე.წ. ლოქდაუნის შემოღების შესახებ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც. მერკელის თქმით, კარანტინი 2 ნოემბრიდან შევა ძალაში, რაც ითვალისწინების სპორტდარბაზების, რესტორნების, ბარების, სასტუმროების, კონოთეატრების და სხვა გასართობი დაწესებულებების დახურვას. აიკრძალება ხალხმრავალი ღონისძიებები. მუშაობას გააგრძელებენ მაღაზიები და სასწავლო დაწესებულებები, არ დაიკეტება ქვეყნის საზღვრები.

როგორც მერკელმა თქვა, მკაცრი შეზღუდვების დაწესება აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა „ძალიან სერიოზულია“ და მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შეჩერებას.

გერმანიაში კარანტინის გაგრძელების საჭიროებას ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]